მაქსიმალური ერთიანობა და ეფექტურობა გვაქვს, ვაახლოებთ გამარჯვებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელის პარტნიორების მხრიდან დაპირებული იარაღის მიღებას, მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ქმედებები ბრძოლის ველზე იქნება ძლიერი.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის მიწოდებას. მაქსიმალურად ვაახლოებთ გამარჯვებას. მაქსიმალური ერთიანობა გვაქვს. მაქსიმალური ეფექტურობა. მომზადებაც უმაღლესი დონისაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, 13 აპრილს ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press