Foto

უკრაინაში დაღუპული მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

ქართველ მებრძოლს ჯერ თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში, შემდეგ კი,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გადაასვენებენ.

მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 13 აპრილს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი დავით ქუჩუკიანიც ჩამოასვენეს. ქუჩუკიანი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან  იბრძოდა. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. 

2022 წლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად სულ 42 ქართველი დაიღუპა.