1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, დედაენა თითოეული ქართველისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია.
"1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. ამ დღეს, რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათიათასობით ადამიანმა, ჯერ კიდევ საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, შეძლო მშობლიური ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნება.
დედაენა თითოეული ჩვენგანისთვის ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ ქართული ენით და მწიგნობრობით, რომელსაც ევროპაში და მთლიანად, მსოფლიოში განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ისტორია გააჩნია. ჩვენ გვაქვს დამწერლობის სამი ულამაზესი უნიკალური სახეობა და წერილობითი კულტურის მინიმუმ 16 საუკუნოვანი გამოცდილება. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ენისა და მწიგნობრობის დაცვით ერთდროულად დავიცავთ ჩვენს წარსულს და ვიზრუნებთ მომავალზე",- წერს პაპუაშვილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press