ბაზისბანკმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურმა ინსტიტუტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, არაერთი საქველმოქმედო აქტივობა განახორციელა.
13 აპრილს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბერი ანდრიას ფონდის ორგანიზებითა და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ბანკის მხრიდან ფინანსური კონტრიბუცია განხორციელდა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ შვილობილებს, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ასევე, კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრის, „ბედნიერი სახლის“ მხარდაჭერასა და განვითარებას.
ასევე, ბაზისბანკის თანამშრომლების ჩართულობითა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის, „ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ვჭირდებით“, ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და მათ სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები გადასცა.
„ბაზისბანკისა და ბერი ანდრიას ფონდის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საამაყო და მნიშვნელოვანია მსგავსი სახის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააღდგომო კამპანიაში დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის გუნდის წევრები საქართველოს რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანური რესურსების კონტრიბუცია.
გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს.
ბაზისბანკისაგან მსგავსი სახის საქველმოქმედო კამპანიები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press