Foto

ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება - კახა კალაძე

დღესაც ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია,  დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის განცხადებით, ქართული ენა ქართველი ხალხის თვითმყოფადობასა და ეროვნულ თვითშეგნებას გამოხატავს.

"ქართული ენა - ენა, რომელიც გამოიხატავს  ჩვენს თვითმყოფადობას, ეროვნულ თვითშეგნებას, უძველეს ისტორიას, უნიკალურ კულტურას. ქართული ენა -  ჩვენი აწმყოს და მომავლის განმსაზღვრელი მძლავრი ფუნდამენტი; ენა, რომლითაც ქართველი ერი ამაყად ამბობს საკუთარ სათქმელს. 

სწორედ ამიტომ აღვნიშნავთ გამორჩეულად დედაენის დღეს.  დღესაც ისევე, როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია,  დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. გილოცავთ დედაენის დღეს!" - წერს კალაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.