გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოუწოდებს ჩინეთს, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაზე თავისი გავლენა გამოიყენოს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
ჩინეთში ვიზიტით მყოფმა გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.
"გერმანიას სურს, ჩინეთმა იმოქმედოს რუსეთზე, რათა საბოლოოდ დაასრულოს თავისი აგრესია“, - განაცხადა ბერბოკმა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს იარაღს არ მიაწვდის.
ცნობისთვის, ანალენა ბერბოკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემდეგ, სამხრეთ კორეაში, შედეგ კი იაპონიაში ჩავა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press