Foto

ვიქტორ ხრენინი - ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ადგილებს ამზადებს

ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი აცხადებს, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული იარაღის განსათავსებლად ადგილებს ამზადებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია БЕЛТА ავრცელებს.

ხრენინის თქმით,  ბელარუსს უკვე მომზადებული აქვს აღჭურვილობა, თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება და "ისკანდერის" კომპლექსი, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული ქობინით რაკეტების გამოყენება.

„საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალით ვუპასუხებთ ძალას, სხვაგვარი ქმედება დასავლეთს არ ესმის“, - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.