ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-მ მხარდაჭერა გაზარდა იმ ქვეყნებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესია ემუქრებათ, მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან პატრნიორობაში ინვეცტიციების დაბანდებას გააგრძელებს.
„ჩვენ ასევე გავზარდეთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისადმი, რომლებსაც რუსეთის აგრესიის საფრთხe ემუქრებათ, მათ შორის, მოლდოვის მიმართ. ჩვენი მეგობრები საქართველოში არიან ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები და ველოდებით ჩვენს პარტნიორობაში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას. წარმატებას გისურვებთ ევროკავშირის ფრონტზე, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იაროთ ევროპისკენ“, - განაცხადა ჯოანა მირჩამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press