ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია თავად ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა და კომპანიას აღნიშნული რეისებთან დაკავშირებით განაცხადი არ გაუკეთებია.
"ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ვნუკოვოს" აეროპორტის საიტზე, მოსკოვი-საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, შემდგომ კი ცნობა წაიშალა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press