საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეიშეირას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის, ასევე საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებული შენახვა და გავრცელება.
ჯეკ ტეიშეირა ამჟამად წინასწარ პატიმრობაში რჩება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press