Foto

რუსებმა უკრაინის ქალაქი, სლავიანსკის საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ტერორისტებმა სლავიანსკში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

დონეცკის ოლქის რეგიონული ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ცნობით სლავიანსკში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი კი 15-მდე.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 5 მაღალსართულიანი შენობა, 5 კერძო სახლი, ბიზნეს ცენტრი და 3 მანქანა.

"რუსმა ტერორისტებმა დაბომბეს სლავიანსკი, სულ მცირე 7 აფეთქების ხმა  გაისმა ქალაქში", - წერს ერმაკი.