Foto

სუს-ი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულია უკანონო აქტივები, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართლი ინსტალაციები.

მათივე თქმით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე“, - აცხადებენ სუს-ში.