Foto

უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 181 550-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ  181 550-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 15 აპრილის 06:00 საათისთვის ასეთია: 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 181 550;
  • ​ტანკი - 3 653;
  • ჯავშანტექნიკა - 7 073;
  • საარტილერიო სისტემა - 2 785;
  • სარაკეტო სისტემა - 535;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 283;
  • თვითმფრინავები - 307;
  • ვერტმფრენი - 293;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 339;
  • საკრუიზო რაკეტები - 911;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 646;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 324.