ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონტრშეტევისთვის მზადება მიმდინარეობს, აბსოლიტური ერთიანობაა უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის და აქედან გამომდინარე დენის შმიგალი დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინის და ცივილიზებული სამყაროს გამარჯვებით დასრულდება.
„ლოიდ ოსტინთან საუბრისას განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ახლა ვემზადებით ჩვენი კონტრშეტევისთვის. აბსოლუტურად გაერთიანებულნი ვართ ამერიკელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან კონტრშეტევისთვის მომზადების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომს მოვიგებთ. ჩვენ გავათავისუფლებთ ტერიტორიებს და ვერცერთი სპეციალური ფსიქოლოგიური ოპერაცია რუსეთის მხრიდან ვერ შეაჩერებს ჩვენს ერთიანობასა და კონტრშეტევას“, - განაცხადა შმიგალმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press