აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინი პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მტერს უკრაინის მიწაზე არანაირი პერსპექტივა არ ექნება და უკრაინის გამარჯვება ვალდებულებაა კაცობრიობის წინაშე და აღნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო ერთიანობით აუცილებლად გაიმარჯვებს.
„მთავარია ოკუპანტების მუდმივი განადგურება, მათი ლოჯისტიკისა და ნებისმიერი პოტენციალის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი აქტიური ნაბიჯების მომზადება, ეს არის კონტრშეტევითი სამუშაო. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, ვინც ამას უზრუნველყოფს, ვისაც ახსოვს, რომ რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს პოზიციებზე ყოველი დარტყმისთვის, უკრაინელების ყოველი მკვლელობისთვის ოკუპანტმა მაქსიმალურად საგრძნობი დანაკარგი უნდა განიცადოს. უკრაინული მიწის ყოველი მეტრი ოკუპანტებისთვის ამ ომში რუსეთის წაგების გარდაუვალობას უნდა ნიშნავდეს. იმის გარდაუვალობას, რომ უკრაინის მიწაზე მტერს პერსპექტივა არ ექნება. აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორისა და მკვლელობების გარეშე. ეს არის ბოროტების სახელმწიფო და ის დამარცხდება. გამარჯვება – ჩვენი ვალდებულებაა კაცობრიობის წინაშე და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press