Foto

პოდოლიაკი - ომის არასწორი დასრულება დასავლური უსაფრთხოების სისტემის დამარცხებას ნიშნავს

ვიყოთ გულწრფელები... ომის არასწორი დასრულება ნიშნავს დასავლური უსაფრთხოების სისტემის დამარცხებას რუსეთის დიქტატურასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით,  მშვიდობისა და კანონის უზენაესობისკენ გზა ევროპაში მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით გადის, სხვა შემთხვევაში ტერორისტული თავდასხმები მთელ მსოფლიოში გარდაუვალი იქნება.

"ვიყოთ გულწრფელები... ომის არასწორი დასრულება ნიშნავს დასავლური უსაფრთხოების სისტემის დამარცხებას რუსეთის დიქტატურასთან ბრძოლაში. მშვიდობისა და კანონის უზენაესობისკენ გზა ევროპაში მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით გადის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი, ტერორისტული თავდასხმები მთელ მსოფლიოში და რუსეთის საიდუმლო სამსახურის ოპერაციების თავიდან აცილება შეუძლებელია", - წერს პოდოლიაკი.