რუსეთის მხრიდან უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასრულების გამოცხადება იდეალური ვარიანტია, - ამის შესახებ სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.
მისივე თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები მიღწეულია, რაც მოიაზრებს უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებას, მოსახლეობის ნაწილის დაშნებას და უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, აქედან გამომდინარე, როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთს შეუძლია წარადგინოს ანგარიში, რომ "სამხედრო ოპერაციის" ამოცანები შესრულებულია.
„ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის დღეს აუცილებელია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების გამოცხადება, ყველასთვის იმის შეტყობინება, რომ რუსეთმა მიაღწია შედეგებს, რომლებსაც გეგმავდა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უდიდესი რაოდენობა და შეგვიძლია, საკუთარი თავის წინაშე წარვადგინოთ ანგარიში, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები შესრულებულია“, - წერს პროგოჟინი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press