აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღება დაავალა, ამის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამია, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას ადგენს და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაშია.
„მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ სწრაფ ქმედებებს აშშ-ის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გასაძიებლად და რეაგირებისთვის. ვიდრე ჩვენ ჯერ კიდევ ვადგენთ ამ დოკუმენტების ნამდვილობას, მე დავავალე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო უწყებებს, გადადგან ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის დაცვის გასაძლიერებლად და გავრცელების შესაზღუდად. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press