Foto

ბესიკ დონაძე - მთავრობის კანცელარიის წინ 7 აპრილს განხორციელებული შემოღობვის სამუშაოები უკანონო იყო

მთავრობის კანცელარიის წინ 7 აპრილს განხორციელებული შემოღობვის სამუშაოები უკანონო იყო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ ლანდშაფტურ პროექტზე თანხმობა 10 აპრილს გასცა, 
შესაბამისად, სამუშაოები ჩატარდა უკანონოდ და მუნიციპალურმა ინსპექციამ შემსრულებელი და დამკვეთი უნდა დააჯარიმოს.

ბესიკ დონაძე ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიას მიმართავს და მათგან რეაგირებას ელოდება.

"მთავრობის კანცელარიის წინ 7 აპრილს განხორციელებული შემოღობვის სამუშაოები იყო უკანონო, რადგან თბილისის მერიამ ლანდშაფტურ პროექტზე თანხმობა გასცა 10 აპრილს.
შესაბამისად, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა დააჯარიმოს შემსრულებელი და დამკვეთი.
ველოდები რეაგირებას", - წერს ბესიკ დონაძე.