მთავრობის კანცელარიის წინ 7 აპრილს განხორციელებული შემოღობვის სამუშაოები უკანონო იყო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ბესიკ დონაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ ლანდშაფტურ პროექტზე თანხმობა 10 აპრილს გასცა, შესაბამისად, სამუშაოები ჩატარდა უკანონოდ და მუნიციპალურმა ინსპექციამ შემსრულებელი და დამკვეთი უნდა დააჯარიმოს.
ბესიკ დონაძე ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიას მიმართავს და მათგან რეაგირებას ელოდება.
"მთავრობის კანცელარიის წინ 7 აპრილს განხორციელებული შემოღობვის სამუშაოები იყო უკანონო, რადგან თბილისის მერიამ ლანდშაფტურ პროექტზე თანხმობა გასცა 10 აპრილს. შესაბამისად, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა დააჯარიმოს შემსრულებელი და დამკვეთი. ველოდები რეაგირებას", - წერს ბესიკ დონაძე.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press