სუდანში ევროკავშირის ელჩს, აიდან ო ჰარას დედაქალაქ ხართუმის რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.
ბორელმა სუდანის ხელისუფლება, მომხდარის გამო, ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
"რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში, საკუთარ რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
BBC-ის ცნობით, ირლანდიელ დიპლომატზე თავდასხმა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიშელ მარტინმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ელჩს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
ევროკომისიის პრესსპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებით, ხართუმიდან ევროკავშირის დელეგაცია ევაკუირებული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 185 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს.
სუდანში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათი ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press