Foto

რუსებმა ლუგანსკის ოლქში სოფელი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ლუგანსკის ოლქში რუსების საჰაერო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი არტემ ლისოგორი ავრცელებს.

მისი განცხადებით, მძიმე საარტილერიო დაბომბვის გამო, ხალხის გამოყვანა და გადარჩენა ნანგრევებიდან ვერ მოხერხდა.

"გუშინ, მტრის ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, სადაც ხალხი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, ძლიერი დაბომბვის გამო, ცეცხლმოკიდებული ნანგრევებიდან ხალხის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერს არტემ ლისოგორი.