Foto

ბლინკენის განცხადებით, სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

სუდანში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენმა თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა.

„გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა განხორციელდა სუდანში ევროკავშირის ელჩზეც. 

შეგახსენებთ, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 185 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს. 

სუდანში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათი ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.