სუდანში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენმა თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა.
„გუშინ, ამერიკულ დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს, ყველანი უსაფრთხოდ და უვნებლად არიან“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმა განხორციელდა სუდანში ევროკავშირის ელჩზეც.
შეგახსენებთ, სუდანში რამდენიმე დღეა ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 185 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 1 500-ს აჭარბებს.
სუდანში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, მათი ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press