რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
პროკუდინის თქმით, ექიმები დაშავებულების გადარჩენას ცდილობენ.
"დილა, ხერსონის ცენტრი. ახლოს არ არის სამხედრო ობიექტი. ტერორისტულმა სახელმწიფომ მშვიდობიანი ხერსონის მოსახლეობაზე თავდასხმა დაიწყო. ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაშავდნენ ხერსონის მცხოვრებლები. ჩვენი გმირი ექიმები ამჟამად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის",- წერს პროკუდინი Telegram-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press