არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ საქართველოს სახელით სასამართლო განაჩენების გამომტან ადამიანებთან დაკავშირებით ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ამის შესახებ განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე.
"ის ოთხი ადამიანი, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს სახელით და ისინი კორუფციაში არიან მხილებული. შესაბამისად, როდესაც ჩვენ პარლამენტში, საქართველოს პოლიტიკურ ორგანოში ვაყენებთ კანონით გათვალისწინებული წესით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ინტერესი. იმიტომ, რომ არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ საქართველოს სახელით სასამართლო განაჩენების და გადაწყვეტილებების გამომტან ადამიანებთან ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კორძაიამ.
მისი თქმით, ახლა ადეკვატური იქნება უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა და ერთობლივი მუშაობა სასამართლო სისტემაში პრობლემების გამოსავლენად.
„აქ არ არის საუბარი პერსონებზე, არ არის მხოლოდ ის ოთხი გვარი. საქართველოს სახელით იღებდნენ ისინი გადაწყვეტილებას და თუ პარლამენტში არ ვიზრუნებთ სახელმწიფოს სახელის შენარჩუნებაზე, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ უმოქმედობის გამო არ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მსგავსი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press