Foto

თამარ ჩარკვიანი: ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, რა ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს მათი დემოკრატიული ოჯახის წევრი

„დავიჯერებდი ბატონი მათიკაშვილის გაღიზიანებას ზოგიერთი ყოფილი ჩინოსნის მიმართ, კერძოდ, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით რომ არ მოსწონდეს ის მურუსიძე, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ზუსტად იმ გირგვლიანის თემაზე, რომელიც მაშინ იყო რიგითი და დღეს არის უპირველესი კაცი სასამართლოში“, - განაცხადა   დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ხელისუფლებისთვის მისანიშნებლად დაწესდა, რომ ამ ტიპის სასამართლოთი და არადასავლური ღირებულებებით ვერ მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს.

 „ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, რა ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს მათი დემოკრატიული ოჯახის წევრი. ეს ყაჩაღთა თავშესაფარი შეიძლება იყოს, ტერორისტული ქვეყნის ჰაბი თუ რა წარმონაქმნი შეიძლება აღმოჩნდეს ეს შესანიშნავი სამოთხე, რომელიც დღეს არასამართლებრივ ქვეყანაში ჯოჯოხეთად იქცა“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.