Foto

დავით მათიკაშვილი - დამნაშავეები: კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად არ უნდა დაიარებოდნენ

„გამამტყუნებელი განაჩენებით აღიარებული დამნაშავეები: კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში,  მათი მფარველობით კი არ უნდა სარგებლობდნენ და თანამდებობებზე კი არ უნდა ინიშნებოდნენ, რაც ერთმნიშვნელოვანად არ არის მეგობრული ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი, არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ და საქართველოს კანონიერ მოთხოვნას კანონიერი და სამართლიანი პასუხი უნდა გასცენ დამნაშავეთა გადმოცემის თვალსაზრისით“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით,  გულწრფელად გასაკვირი და ცოტა არ იყოს მძიმეცაა ის რეალობა, როდესაც ევროპარლამენტში კეზერაშვილის დევნილ მედიამენეჯერობას დაიჯერებენ, თან ისე დაიჯერებენ, რომ ეცდებიან შენც დაგაჯერონ და რეზოლუციაშიც კი ჩაწერონ ისეთი რამ, რაც წესით დღეს, ამ რეზოლუციის ყველა მხარდამჭერს სულ მცირე უხერხულობას  მაინც უნდა უქმნიდეს.

„თუ ნამდვილი უხერხულობის შეგრძნებისთვის აუცილებელია, რომ “ბი-ბი-სი”-ს მიერ დადასტურებული ძარცვა და აფერისტობა მათ ან მათი ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების ოჯახის წევრებს შეხებოდა!? “ბი-ბი-სი”-ს მიერ გაშუქებული დანაშაულის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია.  თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი სულ სხვაა, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ქვეყანაში რომელიც მხოლოდ აღქმებით და თუნდაც ავტორიტეტული ტელევიზიის რეპორტაჟებით ვერ იხელმძღვანელებს, ვერ დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვერავის, მათ შორის კეზერაშვილს, კონკრეტული ფაქტზე, კონკრეტული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ვერ დაარქმევს დანაშაულის ჩამდენს, ვერც სანქციას დაუწესებს და ვერც სავიზო შეზღუდვას ვერ შემოუღებს, ვერავის ზოგიერთი ჩვენი მეგობრისგან განსხვავებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.