სამწუხაროდ, ჰააგის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ კიდევ ისმის, რომ საქართველომ დაიწყო ომი - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„ძალიან სამწუხაროა, რომ „ ქართული ოცნება“ იმეორებს კრემლის პროპაგანდას, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის ძალიან მძიმე და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანო, რადგან თქვენი პოლიტიკური ძალისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არც არასდროს ყოფილა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პარტიული ინტერესი და იმ ადამიანის ინტერესი, ვისაც ნამდვილად არაფერი საერთო არ აქვს უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესთან“ , - განაცხადა დეკანოიძემ
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ 24 თებერვლის შემდეგ ისევ ისმის განცხადებები საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დარბაზში ჰააგის სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ კიდევ ისმის, რომ საქართველომ დაიწყო ომი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press