ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთზე თავის გავლენას არ გამოიყენებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთმა რუსეთს უნდა აიძულოს, რომ გაიყვანოს ჯარები უკრაინაიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი ცივი ომი დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის.
"ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთზე თავის გავლენას არ გამოიყენებს, რათა აიძულოს ის, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ომი.
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და გავაგრძელებთ საუბარს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ავიცილოთ ახალი ცივი ომი დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის", - განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც 13-დან 15 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო გადადო, როგორც თავად აღნიშნავს, ვიზიტის გადადების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press