Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ავდიევკაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ავდიევკაში ჩავიდა. დონეცკის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა მოისმინა დონეცკის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის მეთაურის ანგარიში მის პასუხისმგებლობის ზონაში შექმნილი ვითარების შესახებ.

ზელენსკი გაესაუბრა საზღვაო ქვეითების, საჰაერო-სადესანტო, მექანიზებული და საარტილერიო დანაყოფების სამხედრო პერსონალს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. დამცველებმა მიიღეს ბოჰდან ხმელნიცკის II და III ხარისხის ორდენი მიიღეს.