Foto

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის ელჩები დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან და აწარმოებენ საქმიანობას, რომელიც დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება.

რუსეთის საგარეო უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები, მათ ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთში უთანხმოების და მტრობის გაღვივებას, ყველაზე გადამწყვეტი გზით იქნება ჩახშობილი და დივერსიულ სამუშაოებში ჩართული დიპლომატები ქვეყნიდან გაძევებულნი იქნებიან.