რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, ბრიტანეთის და კანადის ელჩები დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის წარმომადგენლები რუსეთის საშინაო საქმეებში უხეშად ერევიან და აწარმოებენ საქმიანობას, რომელიც დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება.
რუსეთის საგარეო უწყებაში უკვე იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩები, მათ ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთში უთანხმოების და მტრობის გაღვივებას, ყველაზე გადამწყვეტი გზით იქნება ჩახშობილი და დივერსიულ სამუშაოებში ჩართული დიპლომატები ქვეყნიდან გაძევებულნი იქნებიან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press