18 აპრილს გამართულ სასამართლოზე, Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
როგორც ჟურნალისტის ადვოკატმა განაცხადა, Wall Street Journal-ის მფლობელმა სასამართლოსთვის საგარანტიო წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც გამომცემლობა მზადაა მისი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებისთვის გირაოს სახით 50 მილიონი რუბლი გადაიხადოს.
მიუხედავად გირაოს მასშტაბური ხასიათისა, სასამართლომ WSJ-ის მფლობლის მოთხოვნა უარყო.
"ჩვენ სასამართლოს შევთავაზეთ განეხილა პრევენციული ზომები, რომელიც არ უკავშირდება [დაკავებული ჟურნალისტის] საზოგადოებისგან იზოლაციას, მათ შორის, შინაპატიმრობა, გარკვეული ქმედებების აკრძალვა ან 50 მილიონი რუბლის ღირებულების გირაო.
WSJ-ის მფლობელმა წარადგინა საგარანტიო წერილი, რომ თუ გერშკოვიჩი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდება, ისინი მზად არიან უზრუნველყონ თანხის გადახდა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა უარყვეს", - განაცხადა ადვოკატმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press