Foto

რუსეთის დუმამ შემოიღო კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

რუსეთის დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ტერორიზმის ბრალდებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს.

ღალატის მუხლით წარდგენილი ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს უვადო პატიმრობას, ხოლო "ტერორისტული აქტის“ ბრალდების მუხლი 15-დან  20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.  

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს ასევე დაემატა ახალი მუხლი 284.3. ("დახმარების უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების აღსრულებაში, რომლებშიც რუსეთის ფედერაცია არ მონაწილეობს"). ის ითვალისწინებს ჯარიმას 300 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

შეგახსენებთ, დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა, იგი შეიცავს ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში.