ევროკავშირის გზაზე პროგრესის ტემპი დამოკიდებულია საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე, - ასე უპასუხასამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმართეს.
ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მადლიერია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესში ჩართულობისთვის.
ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ კომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოს ძირითადი საკითხების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის 24 მარტს წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება ყოფილიყო საჯარო და ხელმისაწვდომი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press