სუდანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში, სულ მცირე, 270 ადამიანი დაიღუპა და 2 600-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით CNN ავრცელებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, დედაქალაქ ხართუმში შეიარაღებულმა პირებმა გაერო-სა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლები დაარბიეს.
სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაციაში - „ექიმები საზღვრების გარეშე“ (MSF) აცხადებენ, რომ სამედიცინო მასალების, სისხლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობა სუდანში გადარჩენილთა მკურნალობას ართულებს.
შეგახსენებთ, ხართუმში, არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს, შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" (RSF) შორის დაპირისპირება მეოთხე დღეა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press