Foto

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანა

გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე საჰაერო შეტევა მიიტანა, რომლის დროსაც გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები. რუსული ჯარები ქალაქს თავს ირანული წარმოების „შაჰედ-136“ კამიკაძე დრონებით დაესხნენ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უკრაინული მხარის ცნობით, მათი "თავდაცვის ძალების წარმატებული მუშაობის წყალობით, მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განადგურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა დარტყმა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტზე".

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.