Foto

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა - დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, პეისის უნივერსიტეტისა და საფონდო ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასწრაფო დახმარების პერსონალმა შენობიდან დაშავებულები სპეცტექნიკის დახმარებით გამოიყვანა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.