ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 26 პაციენტია. დაშავებულია ათობით პირი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხანძარი სამედიცინო დაწესებულებაში, გუშინ, 18 აპრილს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე გაჩნდა.
ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის მიზეზი ერთ-ერთ პალატაში სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული აალებადი საღებავი მასალა გახდა.
მომხდარის გამო, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საავადმყოფოს დირექტორი და დირექტორის მოადგილე, ასევე სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი ფირმის ხელმძღვანელი დააკავეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press