ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის სტრატეგიული მიზანი ტერიტორიების გათავისუფლება და მტრის თავდასხმების შეჩერებაა.
„კონტრიერიშის ცნება საჯაროდ არ უნდა დავიყვანოთ რაღაც აქტიურ თავდასხმით ქმედებებამდე, ვინაიდან საუბარია სტრატეგიულ მიზანზე - ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაზე. ჩვენი მიზანია ტერიტორიების გათავისუფლება და მტრის თავდასხმის შეჩერება. კონტრიერიშზე ვიწრო გაგებით საუბარი არაკორექტულია. ეს არის ქმედებებისა და ღონისძიებების დიდი კომპლექსი, რომელიც მათ შორის, ტექნიკისა და ადამიანების მომზადებასაც ითვალისწინებს, ის ასევე რეზერვის მომზადებას და ტაქტიკის ფორმირებას მოიცავს“, - განაცხადა მალიარმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press