უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით, - ასე გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის მიერ საგამოძიებო კომისიის ჩაგდებას.
მისივე თქმით, მმართველი პარტია არღვევს კონსტიტუციას იმის გამო, რომ სასამართლოში არსებულ კორუფციულ, კლანურ მმართველობას ხელი დააფაროს.
"უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით და სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებული კორუფციულ, კლანურ მმართველობას", - განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა.
მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press