Foto

ბრაზილიის პრეზიდენტი - უნდა შევქმნათ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დასხდებიან უკრაინასა და რუსეთთან ერთად მშვიდობის მისაღწევად

ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დასხდებიან უკრაინასა და რუსეთთან ერთად მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრაზილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობ და მხარს უჭერს კონფლიქტის პოლიტიკური მოლაპარაკებებით გადაწყვეტას.

მანამდე მან განაცხადა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის დროს მსოფლიო ლიდერებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ, ამგვარად კი, საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს ორი ქვეყნის პრეზიდენტის დარწმუნებას იმაში, რომ მშვიდობა მთელი მსოფლიოს ინტერესში შედის.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაზილიის პრეზიდენტი რუსული და ჩინური პროპაგანდის განმეორებაში დაადანაშაულა.