Foto

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დახმარების ახალი პაკეტი დამატებით HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155მმ და 105მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს მოიცავს.

პაკეტში ასევე შედის, ცხრა მილიონზე მეტ მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, პორტისა და ნავსადგურის უსაფრთხოების აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები, ასევე სხვა საველე აღჭურვილობა.