არანაირი პუტინი [ხერსონში] იქ არ იმყოფებოდა. ეს დანამდვილებით არის ცნობილი. იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან ისაუბროთ, მინიმუმ 10-15 დღე უნდა გაატაროთ კარანტინში. არანაირი პუტინი იქ არ იყო. ჩვეულებრივი ორეული იყო, რომლებიც არა ერთი ჰყავს , - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის განსხვავება სწორედ ისაა, რომ ზელენსკის უშუალოდ შეუძლია სამხედროებთან ერთად ფრონტის ხაზზე დგომა და პუტინიავით ბუნკერში დამალვა არ უწევს.
"ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ჩვენი პრეზიდენტისგან, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვიზიტი, უშუალოდ ჩვენ სამხედროებთან ყოფნა ნებისმიერ დროს შეუძლია. ესაა ჩვენი სხვაობა - სხვაობა ბუნკერის ბაბუა პუტინისგან, რომელსაც მალე საკუთარი თავისაც შეეშინდება", - განაცხადა დანილოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press