იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ჭყლეტის დროს, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სკოლაში რამადანთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჭყლეტა მოხდა.
გამოცემის ცნობითვე, ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, ხოლო 13 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება.
ცნობისთვის, იემენში 2015 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლების სათავეში მეამბოხე ჰუსიტები არიან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press