სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია და ამ ბერკეტის არგამოყენებითა და უმოქმედობით, პრაქტიკულად, თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებისა, - ამის შესახებ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი თქმით, მოძრაობა გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსსა და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა "მაქსიმალური წნეხი" შეუქმნან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
"16 მაისს სრულდება ერთი წელი, რაც ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ამ განაჩენის გამოტანით, ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, დაგვაშორა ჩვენს ევროპულ მომავალს, მოახდინა ევროკავშირის წევრობის საბოტაჟი. დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება იმ 12 რეკომენდაციიდან მე-7 რეკომენდაციას წარმოადგენს. ნიკა გვარამიას განაჩენი არის ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობის კლასიკური დადასტურება და ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ აშშ-მა დაასანქცირა ოთხი მოსამართლე, რაც რეალური დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. სალომე ზურაბიშვილი, ამ ბერკეტის არგამოყენებითა და უმოქმედობით, პრაქტიკულად, თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებისა, ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ კონტექსტში, მიგვაჩნია, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა 18 აპრილს ევროპარლამენტში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტის მხრიდან.
ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე, ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მუშაობით, მაქსიმალური წნეხი მივაყენოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ვაიძულოთ ისინი, რომ უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ ნიკა გვარამია", - განაცხადეს "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა.
ცნობისთვის, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" 16 თებერვალს დაფუძნდა. მოძრაობა ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ნაწილმა დააფუძნა. მათი მთავარი მიზანი გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press