ევროკავშირი და ევროპის საბჭო „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" მესამე ეტაპის (2023-2027) ფარგლებში ახალ პროექტებს იწყებენ.
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით, საქართველოში ოთხი პროექტი განხორციელდება, რომელთა ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ცნობით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში, მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას და ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.
"გარდა ამისა, „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის" პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან, რაც ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობით მიიღწევა.
დამატებით, რეგიონულ დონეზე განხორციელდება სამი პროექტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს - ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა", - ნათქვამია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის" პროგრამის სამომავლო პროექტები საზოგადოებას ადგილობრივი მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე წარედგინა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press