Foto

კიევში ზელენსკისა და სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კიევში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა გაიმართა.

უკრაინული მედიის ცნობით, ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთმანეთს დელეგაციებიც შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის პირველი ვიზიტია უკრაინაში, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევს დღეს, 20 აპრილს ეწვია.