ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმის მესამედ ჩააგდების საკითხს.
მისივე თქმით, ყველა კვლევით სასამართლო სისტემა დგას მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო ოპოზიციური ძალები სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ, რის საშუალებასაც, როგორც თავად აღნიშნავს მმართველი გუნდი მათ არ მისცემს.
"სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია", - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press